აბაშაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლები მოქალაქეებმა 30 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.