აბაშაში ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო და სიმღერის სპეციალობების მოსწავლეები. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

ღონისძიების ბოლოს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე, გიგა ჯვარელია ესწრებოდნენ.