აბაშაში წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებული სკოლადამთავრებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის’’ ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

აბაშის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სასწავლო წლებში 29 კურსდამთავრებულმა დაიმსახურა მედალი, მათ შორის 20 ოქროს და 9 ვერცხლის მედალია.

მედლები და ფასიანი საჩუქრები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 16 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა.