აბაშაში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მარნის ახლადრეაბილიტირებულ კულტურის სახლში ჩატარდა.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჯილდო მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გელიტაშვილმა გადასცეს.

ყველაზე ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ:

ნანა სიმონია – სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი

მანანა თედიაშვილი – სოფელ ზანათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დალი ჩაჩავა – სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

ლერი ხორავა – სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი

მალინა გაბელაია – ნოღოხაშის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი

აბაშის მუნიციპალიტეტს 2023-2024 წელს, სკოლის 26 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.

დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.