აბაშაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერისა და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლები.

აბაშის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლები, კვარტეტები, კვინტეტები, დუეტები, ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი, ასევე ხელოვნების სკოლის მოსწავლეები. შესრულდა საესტრადო, საგუნდო სიმღერები, საფორტეპიანო ნაწარმოებები. მათ არაჩვეულებრივი საღამო აჩუქეს კონცერტზე დასასწრებად მობრძანებულ ქალბატონებს.