აბაშაში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიმართება

  • აბაშის მუნიციპალიტეტში ხვალ, 12 ივლისს, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ – აბაშის ტური გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ პოლონეთის, სომხეთის ლატვიის და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები. საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულია აბაშის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საზეიმო მსვლელობა.

18:00 საათზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ჩატარდება კონცერტი. ფესტივალის სტუმრებთან-პოლონეთის, ლატვიის და თურქეთის, სასომხეთის ფოლკლორულ ანსამბლებთან და ჯგუფებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ აბაშის ფოლკლორული ანსამბლები.