აბაშაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადიდებული მდინარეების შედეგად დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირების ნაწილი, ნაწილობრივ დაზიანდა ხიდ-ბოგირები და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

ნაპირიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, რამდენიმე სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები.

სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მუნიციპალური და სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.