აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები:

გეზათი- სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა ბეტონის საფარით, სკვერის კეთილმოწყობა, მდ. კოვზაზე დამატებითი წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა.

სამიქაო-მაიდანი-წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, ხიდე-ბოგირების მოწყობა, სიჩქარის შემზღუდავისა და სკვერის მოწყობა.

ინჯფორმაციისთვის: დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრები კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.