აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება

  • დღეს, აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება.

დღესასწაულის ფარგლებში, ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია.

აბაშის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშავრები. მოეწყო ფოტოგამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები გაიმართება. ადგილზე მოწყობილია ეთნოკუთხეები, ტარდება მეგრული კერძების მასტერკლასები.

ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად ესწრება. აბაშობა ჯგუფ ბანის კონცერტითა და ფოიერვრკით დასრულდება.