- დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდები (გოგონები და ვაჟები) თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ მიგინეიშვილი და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
გამარჯვებული გუნდები 2023 წელს მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ტურნირებში.