აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი “ქართული ლიგა” გაიმართება

  • 24 ივნისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი – “ქართული ლიგა”.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს სხვადასხვა სკოლის 10 გუნდი.

ფესტივალის წამყვანი იქნება იუმორისტი, ჯიმი აბესაძე.

გუნდებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად იქნებიან „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე (ასტამა), ნოე ჟორჟოლიანი და სხვები.

გუნდებს სასცენარო-სარეჟისორო მომსახურებას უწევს ,,ქართული ლიგის“ რედაქტორი, გივი მელაშვილი და ასისტენტები, „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნის“ წევრები: გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელაია.