აბაშაში სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა და ფერმერების კითხვებს უპასუხა, სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ექსტენციონისტმა, კოტე ხუცაიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებიდან ზემოთაღნიშნული პროგრამით დაინტერესებული ფერმერები, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელები.