- აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 8 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე:
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანჭალაში #9; #5 და #3 ქუჩებზე.
სოფ. ნორიოში მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.
სოფ. ნორიოში საბოკუჩაოს N2 და N3 ქუჩებზე.
აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 672 275 ლარი დაიხარჯება.