- აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნას.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა, კონსტანტინე კაჭარავამ სამადლობელი პარაკლისი აღავლინა, სიტყვით მიმართა მრევლს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსახურების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
მრევლთან ერთად პარაკლისს ესწრებოდნენ და მსვლელობას შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ხოშტარია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს