აბაშაში მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები

  • აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წელს გაზიფიცირდა 3 სოფელი: ქოლობანი, გუგუნაყათი, ბულვანი, სულ მალე ამ სოფლებში ქსელზე დაერთების საშუალება ექნება 525-მდე აბონენტს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაღმა ზანათსა და ონტოფოში კი ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების საშუალება მიეცა 500-მდე აბონენტს.

2024 წელს დაგეგმილია გაზიფიცირების სამუშაოები ტყვირში, ცილორში, წალიკარში, გამოღმა ზანათსა და სუჯუნაში.

გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები დაგეგმილია 4 სოფელში: მაიდანში, სამიქაოში, გეზათსა და გულუხეთში.