აბაშაში მეთხილე ფერმერების თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, მეთხილე ფერმერების თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროგრამის შესახებ ინფორმაციას მეთხილე ფერმერებს ადგილზე აწვდიან სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს.