აბაშაში, კუდა-ეწერის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის მოადგილესთან გიგა ჯვარელიასთან და საკრებულოს წევრთან, იაგო თოდუასთან ერთად პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, N4 ქუჩის (კუდა-ეწერის უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი იგება 2, 5 კმ-მდე გზაზე. გზის არსებულ მონაკვეთი ასფალტირებული არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. “არქეოპოლისი“.