აბაშაში თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, პოეტ, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პოეზიის საღამოს დაწყებამდე, ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეებმა თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს აბაშელ ახალგაზრდებს.

ახალგაზრდა პოეტმა საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ.

საღამო „ახალგაზრდული დღეები -2022“-ის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით გაიმართა.

„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2022“ დღეს, 20:00 საათზე „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დაიხურება.