აბაშაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინიტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შემდეგ გადაიჭრა მრავალწლიანი პრობლემა, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნა მოწყობილი გარე განათება, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა.