აბაშაში “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ახალი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის სადგურის შენობის და მიმდებარე ბაქნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, იცვლება რკინიგზის სადგურის ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. იცვლება სადგურის ბაქნები, კიბის საფეხურები, სრულად განახლდება ფასადი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს, კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მოეწყობა გამწვანება და პარკინგი.