აბაშაში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებისთვის სიურპრიზებით სავსე დღე მოეწყო: ზღაპრის გმირები, გასართობი შოუ-პროგრამა, სახის მოხატვა თუ სხვა სახის გასართობი აქტივობები. პატარების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.