აბაშაში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში, მდინარე კოვზაზე, ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამიქაოში, მდინარე კოვზაზე არსებული ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და საძოვრებთან აკავშირებდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, შემდეგ ხიდი სრულად დაინგრა.

ასევე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, ხიდის მოწყობის სამუშაოები სოფელ გეზათში მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “გარა”.

ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად დაათვალიერა.