აბაშაში „ახალგაზრდული დღეები – 2022“ დაიწყო

  • აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები – 2022“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაიწყო.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულებიდან 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფინალო შეხვედრა გაიმართება 16 აგვისტოს. გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცემა.

დღის ბოლოს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, დიჯეი BIGX-თორნიკე გელაშვილი წარსდგა ელექტრონული მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების წინაშე.

„ახალგაზრდული დღეები -2022“ გახსნას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ახალგაზრდული დღეები გრძელდება. ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი აბაშელი მოსწავლეები, სტუდენტები და ქალაქის სტუმრები. მათ წინ საინტერესო და მრავალმხრივი პროგრამა ელით.

„ახალგაზრდული დღეები -2022“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.