აბაშაში ახალგაზრდული დღეები გაიმართება

  • აბაშაში, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ,,ფეინთბოლის“ მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში.

8 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჩატარდება მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“. 16:00 საათზე, კი აბაშის მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში.

11, 12, 13 და 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.

16 სექტემბერს, 18:00 საათზე, ,,ქართული ლიგის“ აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალი ჩატარდება.