- აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართა მომღერალთა სახალხო ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია , მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
ფოლკლორის საღამოზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციული და გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ფოლკლორულ მრავალფეროვნებას.

