აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში, დანიელ თოფურიას სახელობის ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან პედაგოგები დისტანციური სწავლების პროცესს ახალი სკოლიდან წარმართავენ. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში არის ინტერნეტი, კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და რესურსოთახი. დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის, წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია...
აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ილიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის გზებზე. რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება რუსთაველის ქუჩაზე და აკაკის ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში. პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს „ინდიკო“....