აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ეწერის საჯარო სკოლას სტუმრობდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ამჯერად ეწერის საჯარო სკოლას ესტუმრა, სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, უფროსკლასელებსა და პედაგოგებს შეხვდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ახალგაზრდებთან განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა მათ უმთავრეს საჭიროებებსა და გამოწვევებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდება. ასევე, საუბარი შეეხო ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მნიშვნელობას, მერმა...

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აბაშის ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშები დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

შეხვედრა გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებთან

აბაშის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის ფარგლებში გაიმართა რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. აბაშის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. "ასევე, 20 თებერვალს ამავე ოლიმპიადის ფარგლებში, განმუხურში გაიმართა რეგიონული პირველობა გეზრბენში, სადაც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის...

აბაშაში გუბერნატორმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები აბაშიდან დაიწყო. მერიაში გამართული მოქალაქეთა მიღების დროს წამოჭრილი საკითხების უმეტესობა შეხვედრაზევე გადაიჭრა, დანარჩენი ნაწილის მოგვარება კი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით მოხდება. „რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოქალაქეებთან შეხვედრებმა, აჩვენა, რომ არის კატეგორია ადამიანების, რომელთაც...

“ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა გაძლიერების პროექტის, "ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“, ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ...

აბაშაში მოქალაქეთა მიღებას მხარის გუბერნატორი გამართავს

20 თებერვალს, 11:00 საათიდან აბაშაში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი აბაშა, ტროფი დარასელიას ქუჩა #1. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....

აბაშაში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში, მდინარე კოვზაზე, ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამიქაოში, მდინარე კოვზაზე არსებული ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და საძოვრებთან აკავშირებდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, შემდეგ...