აბაშაში 60 წლის ქალი გააუპატიურეს

აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლის ქალი გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.