ალექსანდრე აბაშელი-მზის მეხოტბე

წერილი, რომელსაც გთავაზობთ, აბაშელმა კონსტანტინე გამსახურდიამ უძღვნა აბაშელ ალექსანდრე აბაშელს (ჩოჩიას) და მას მისი უერთგულესი მეგობარი უწოდა. "კონსტანტინე გამსახურდია – “ალექსანდრე აბაშელი” ოდიშური მუხის ჭიშკარს ახალი მთვარისდარი თვალი ჰქონდა დატანებული. როცა ცხენოსანი ვინმე ჭიშკარს მოადგებოდა და დაიძახებდა, ყველაზე ადრე მე გავრბოდი სტუმრის შესახვედრად, მაგრამ ვიდრე კარს გავუღებდი მას, ფრთხილად გავხედავდი...