აბაშის სოფელ მარანსა და ტყვირში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ბოლო დღეების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე...