აბაშაში “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის სადგურის შენობის და მიმდებარე ბაქნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, იცვლება რკინიგზის სადგურის ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. იცვლება სადგურის ბაქნები, კიბის საფეხურები, სრულად განახლდება ფასადი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს, კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მოეწყობა გამწვანება...