აბაშის “ევექსის” კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 30 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.