თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდება ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

აბაშაში ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მხედრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, მერიის სხვადასხვა სამსახურის...

საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...

აბაშაში ხალხური ცხენოსნობის ფესტივალი გაიმართება

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდება. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხედრები მიიღებენ მონაწილეობას. სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცემათ. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა...

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.  სოხუმის დაცემა-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის...

აბაშაში საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე პრაქტიკული სწავლება ჩატარდა. პრაქტიკული სწავლებაში მერიის უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, შსს აბაშის რაიონული სამმართველოს უფროსი, დავით გვაძაბია, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა...

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...

აბაშაში დაზიანებული მილ-ხიდების, დამბების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილ-ხიდების, დამბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მიმდინარეობს: სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში მდ. კოვზაზე ხიდის მოწყობა. გეზათისა და ქოლობნის საზღვარზე, აუზების დასაწყისში, დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა. ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცუდღარზე დაზიანებული...

განათლების მინისტრი საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” აბაშის ორგანიზაციას გიგა გაბელია უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია აირჩიეს. აბაშაში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე ბიუროს წევრებიც აირჩიეს. კონფერენციები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მესტიაში, ხობში, სენაკში, ფოთში, მარტვილსა და აბაშაში ჩატარდა.