აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
აბაშაში დოღი გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით დოღი გაიმართა. დოღში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1400 მეტრსა და 2000 მეტრზე დოღში გაიმარჯვა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა 1600 მეტრზე გარბენში საბა თელია. 1000 მეტრზე დისტანციაზე დოღში გაიმარჯვა ზუგდიდელმა...
ხვალ, აბაშაში, დოღი ჩატარდება
3 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება დოღი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოღში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. "თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია...
28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...
ხვალიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
24 ივლისიდან, ძალაში შედის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური პაციენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, საინექციო და საინფუზიო პრეპარატებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ. გადაწყვეტილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის...
21 ივლისის დილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. “თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი...