საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების...
22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...
კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. “მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით,...
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის...
22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნული...
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.
12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...
აბაშელი კინგ-ბოქსიორების წარმატება
აბაშელმა კინგ-ბოქსიორებმა „კავკასიის მე-2 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ნაკრებს 6 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოუტანეს. ტრადიციული „კავკასიის მე-2 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ ერევანში, კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის (IKFF) პატრონაჟით და სომხეთის კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზატორობით გაიმართა. ჩემპიონატი მიმდინარეობდა კუნგ-ფუს ორ სახეობაში - ფაიტინგში (კონტაქტური ბრძოლა) და შუაიჯიაოში ( ჩინური...
აბაშაში ბანკის გაქურდვა სცადეს
ქალაქ აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მძარცველებმა „კრისტალ ბანკში" ტელევიზორი და კომპიუტერები დააზიანეს. არსებული ცნობით, თავდამსხმელები ბანკის საცავის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან. წყარო