სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. “ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სარეალიზაციოდ ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. აღნიშნულის...
ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი
ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია იხილეთ აქ.
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის...
აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ. თევზი. სამართალდამრღვევი უკანონოდ მოპოვებული თევზისა და თევზჭერის აკრძალული საშუალების ტრანსპორტირებას ახდენდა. "ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის...
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით. "გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი,...
აბაშაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები პირველი მაისისა და მარნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები. შეხვედრები...
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველკლასელთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება. „2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები: I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური...
18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების...
აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრებს შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაიით, 2026 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 990 000 ლარი, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის კი...
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის...










