დღეს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრისკარის ცენტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და ორგანიზებით, ზეთისხილის ხე დაირგო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ზეთისხილის ხის დარგვის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
“ჯანსაღი ცხოვრება ნარკომანიის წინააღმდეგ”
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აბაშაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმოდ აღინიშნა. აბაშის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში, მოეწყოთ ფოტო სესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან. საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალურ კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს. კულტურისა...
30-31 მაისს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
26 მაისი აბაშაში
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა კახაბერ ინალიშვილმა,...
სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”
ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...
24 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...
18-19 მაისს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...