აბაშამ ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

აბაშის მუნიციპალიტეტმა, ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების, "ლეგენდების ქვეყანას“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზატორობით და მხარდაჭერით, ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდნენ პოლონეთის, სომხეთის, ბულგარეთის და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „ჰარირა“,...

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მოლდოვაში გაიმართა, 17 წლამდელებში, აბაშელი ძალოსანი ლევან ოჩიგავა ჩემპიონი გახდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევანმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში 3 ოქროს მედალი დაიმსახურა.

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა...

აბაშაში საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება

10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 12 ივლისი...

მერია: აბაშაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის და ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან ტაძრის მიმართულებით გზაზე ცემენტო-ბეტონის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გზებზე პირველად ხორციელდება...

აბაშაში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 11-14 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 4 სახლის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აკაკის ქუჩაზე შენდება ვარია სიმონიას, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გია გაბელაიას, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ანა იმედაშვილის, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში- გვანცა ქებურიას საცხოვრებელი...

აბაშაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...