აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...
მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...
აბაშაში წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს. აბაშის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლის სკოლის 19 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსადმთავრებული ჰყავს. „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა სოფელ...
26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....
აბაშაში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზებთან ერთად იწმინდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახური. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე გაგრძელდება, რათა გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.
სეისმური მონიტორინგის ცენტრი-სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...
აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
აბაშის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. დასახლებების საერთო კრებები კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად სტადიონის მოედნის ჭიშკრის მოწყობა, წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, ხიდე-ბოგირების მოწყობა და მოხრეშვითი სამუშაოები დაასახელეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 30 იანვარს დაიწყო და 35 სოფელში გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა...
აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები: გეზათი- სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა ბეტონის საფარით, სკვერის კეთილმოწყობა, მდ. კოვზაზე დამატებითი წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა. სამიქაო-მაიდანი-წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, ხიდე-ბოგირების...
თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს...