8 აპრილიდან 11 აპრილამდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო...

გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება....

დავით სონღულაშვილმა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის რეგიონული ცენტრი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული....

“ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს - "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - აცხადებს. საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ...

2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...

სინოპტიკოსები 29-31 მარტს ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 ჩიხის, დავით კაჭარავას 2 ჩიხის რეაბილიტაცია გრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 ჩიხის, დავით კაჭარავას 2 ჩიხის რეაბილიტაცია 3500 მეტრზე ჩატარდება, ღირებულებით 4 220 000 ლარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები, გარე-განათება....

ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს

ძველი აბაშა-ონტოფოს დამაკავშირებელი 3.5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებით, სოფლის მაცხოვრებლებისთვის, გადაადგილების სერიოზული პრობლემა მოგვარდება და მგზავრობა კომფორტული გახდება.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს