"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ძველი აბაშის, ონტოფოსა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრებებზე ადგილობრივების მიერ პრიორიტეტულ საკითხებად აეროდრომის მასივში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან შესასვლელი რკინის ალაყაფის (ჭიშკარი) მოწყობა, მოხრეშვითი სამუშაოები, სასაფლაოების რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შემოღობვა დასახელდა. ხვალ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის...
ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100...
ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
აბაშაში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემისა და დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 1 086 000 ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი...
აბაშის მუნიციპალური სოციალური პროგრამები
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემდეგი მუნიციპალური სოციალური პროგრამებით ისარგებლებენ. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა....
აბაშაში საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები 30 იანვრიდან დაიწყება
აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები 30 იანვრიდან დაიწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა...
დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...
ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...
გამოქვეყნა მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
აბაშაში ქარმა დოლიძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. მოგვიანებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად აბაშის სასტუმროში ჯამბულ დოლიძის ოჯახი მოინახულა. ინფორმაციისთვის: აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მოგლეჯილია...