გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების...
აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრებს შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაიით, 2026 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 990 000 ლარი, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის კი...
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის...
14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. “ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს...
აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ შეხვედრა გამართა
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს. საკითხის მომხსენებელი იყო აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება იწყება
საქართველოს ინფრასტრიუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება იწყება. უწყების ცნობით, პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი. აბაშის სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. გარდა ამისა, შენობაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, სახვითი...
1 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელებს. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში...
ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
28 ნოემბერს, 15:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და...
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-30 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...









