სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის...
14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. “ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს...
აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ შეხვედრა გამართა
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს. საკითხის მომხსენებელი იყო აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება იწყება
საქართველოს ინფრასტრიუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება იწყება. უწყების ცნობით, პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი. აბაშის სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. გარდა ამისა, შენობაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, სახვითი...




