საქართველოს ინფრასტრიუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება იწყება. უწყების ცნობით, პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი. აბაშის სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. გარდა ამისა, შენობაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, სახვითი...

