შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აბაშაში საშობაო მსვლელობა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრადიციულ მსვლელობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ოჯახთან, ეპარქიის სასულიერო პირებთან, მოადგილეებთან და მრევლთან ერთად მონაწილეობდა. მსვლელობა, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ცენტრალური ქუჩის გავლით ქალაქის შემოსასვლელთან...

