აბაშაში ანსამბლ “ჰარირას“ ფოლკლორის საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართა მომღერალთა სახალხო ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია , მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. ფოლკლორის საღამოზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციული და გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ საქართველოს...