აბაშაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოქალაქეებს და მათთან ერთად აანთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.