გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 იანვარამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვარის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის...
აბაშაში ანსამბლ “ჰარირას“ ფოლკლორის საღამო გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართა მომღერალთა სახალხო ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია , მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. ფოლკლორის საღამოზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციული და გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ საქართველოს...
5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
აბაშაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოქალაქეებს და მათთან ერთად აანთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
23 დეკემბერს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 23-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 დეკემბერს უნალექო...
აბაშაში საახალწლო დღეები იწყება – დღეს ქალაქის ნაძვის ხე აინთება
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამზადისი დასასრულს უახლოვდება: მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების...
19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. სააგენტოს ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. “სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი,...
აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება
15 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში...
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16-17 დეკემბერს იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 16-18 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი,...
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.










