აბაშაში დოღი გაიმართება

23 ნოემბერს, 12:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საცხენოსნო იპოდრომზე, გიორგობის დღისადმი მიძღვნილი სამოყვარულო დოღი გაიმართება. აბაშის მუნიციპპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში აბაშის, ზუგდიდის, ოზურგეთის, თბილისის, ქუთაისის საცხენოსნო კლუბებისა და ყულარის ცხენთსაშენის წარმომადგენლები მონაწილეობენ. დოღი გაიმართება შემდეგ დისტანციებზე: 1800 მეტრი, 1600 მეტრი, 1000 მეტრი.