აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას გადაწყვეტილებით, აბაშაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 2 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაული „აბაშობა“ გადაიდო. "მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ღონისძიების ახალი თარიღის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება."-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

